ირაკლი კობახიძე მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 20 აპრილი 2025, 09:53

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ირაკლი კობახიძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წუხელ, სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

"გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს", - წერს კობახიძე სოციალურ ქსელში და იქვე აღნიშნავს: "სააღდგომო ლიტურგიას დავესწარი. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოვისმინეთ. ლიტურგიაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს
არქივი