მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 21 აპრილი 2025, 12:19

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ. მუშაობს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.

ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების - „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი