გიორგი გამსახურდია: კავკასიაში რუსული პოლიტიკის გატარებამ, 29 წლის წინ, ამ დღეს, მორიგი მსხვერპლი მოითხოვა. როგორც ზვიადის, ისე ჯოხარის შემთხვევაში, რუსი ჯალათების თავნებობაზე, ძე კაცისას „ცივილიზებულ მსოფლიოში“, ხმა არ ამოუღია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 21 აპრილი 2025, 13:05

კავკასიაში, რუსული იმპერიის პოლიტიკის გატარებამ, 29 წლის წინ, ამ დღეს, მორიგი მსხვერპლი მოითხოვა. როგორც ზვიადის შემთხვევაში, ისევე ჯოხარის, მოხდა გარიგება, სადაც ჯოხარის ლიკვიდაცია გადაწყდა. ისევე როგორც საქართველო, ასევე ჩეჩნეთი თავის ხალხთან ერთად დასაჯეს. როგორ გაბედეთ და თავისუფლება მოინდომეთო, - წერს გიორგი გამსახურდია, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, ჯოხარდ უდაევის გარდაცვალებიდან 29 წლისთავს ეხმიანება.

მისი განცხადებით, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ისე ჯოხარ დუდაევის შემთხვევაში, რუსეთის თავნებობაზე ცივილიზებულ რეაქცია არ ჰქონია.

„კავკასიაში, რუსული იმპერიის პოლიტიკის გატარებამ, 29 წლის წინ, ამ დღეს, მორიგი მსხვერპლი მოითხოვა. როგორც ზვიადის შემთხვევაში, ისევე ჯოხარის, მოხდა გარიგება, სადაც ჯოხარის ლიკვიდაცია გადაწყდა. ისევე როგორც საქართველო, ასევე ჩეჩნეთი თავის ხალხთან ერთად დასაჯეს. როგორ გაბედეთ და თავისუფლება მოინდომეთო. როგორც ზვიადის შემთხვევაში, ისე ჯოხარის, რუსი ჯალათების თავნებობაზე, ძე კაცისას „ცივილიზებულ მსოფლიოში“, ხმა არ ამოუღია. მანქურთებმა, 29 წლის წინ, კიდევ ერთი ღმერთკაცი წააქციეს. ის კაცი წააქციეს, რომელიც ზვიადი იყო და მერაბი, თავისუფლება იყო, იმედი იყო და ერთ-ერთი მსოფლიო თანამედროვეობის უდიდესი მოაზროვნე. მწარედ და შავად მახსოვს ეს დღე, ვერასდროს ვერ ამოვა ჩემი მეხსიერებიდან, როგორც მერაბის და ზვიადის სიკვდილი. ყველა დღე, საათი თუ წუთი მახსოვს მათთან გატარებული და სათუთად ვუფრთხილდები დღემდე... გვახსოვდეს ეს ხალხი, ამაზე მაგარი სტიმული და გმირები, ჩვენ კი არა, კაცობრიობას არ ეყოლება. ხსოვნა იყოს შენი ბატონო გენერალო და ჩემი მხედრული სალამი შენ!“ - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი