გიორგი ცუცქირიძე ოპოზიციის სპეკულაციებზე: რომელ ეკონომიკის ჩამოშლაზე ან საბიუჯეტო კრიზისზეა საუბარი, როდესაც საშემოსავლო გადასახადების ხაზით საპროგნოზო მაჩვენებლები გადაჭარბებით არის შესრულებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 22 აპრილი 2025, 20:49
ზოგადად ქართული ოპოსპექტრის მთავარი მახასიათებელი არის ნეგატივის პროპაგანდა. მათთვის მნიშვნელობა არა აქვს თუ რაიმე უარყოფითი მოვლენა მოსახლეობის რა სოციალურ ფენას შეეხება. დღეს დილიდან ერთი ამბავი აქვთ ატეხილი “საბიუჯეტო კრიზისზე” 2025 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკეული პარამეტრების ვერშესრულების გამო,  - წერს ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში. 

მისი განმარტებით,  ბიუჯეტი ფასდება მთლიანი საშემოსავლო მუხლებით და როგორც მთლიანი შემოსავლები, ისე საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო პარამეტრები გადაჭარბებით შესრულდა.

ასევე, ცუცქირიძის თქმით, 2025 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი უარყოფითი სალდო დაგეგმილზე 4.1-ჯერ ნაკლები იყო, რაც რაიმე კრიზისულ ბაზისს მთლიანად აქარწყლებს და საბიუჯეტო სახსრების მაღალ ეფექტიანობასა და სამობილიზაციო შესაძლებლობაზე მიუთითებს, ხოლო, ოპოზიციის კატასტროფულად დაბალი რეიტინგები მიუთითებს, რომ მათ მიერ ტყუილების ტირაჟირება მათთვისვეა უარყოფითი შედეგის მომტანი.

"ზოგადად ქართული ოპოსპექტრის მთავარი მახასიათებელი არის ნეგატივის პროპაგანდა. მათთვის მნიშვნელობა არა აქვს თუ რაიმე უარყოფითი მოვლენა მოსახლეობის რა სოციალურ ფენას შეეხება. 

დღეს დილიდან ერთი ამბავი აქვთ ატეხილი “საბიუჯეტო კრიზისზე” 2025 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკეული პარამეტრების ვერშესრულების გამო. ამ დროს ბიუჯეტი ფასდება მთლიანი საშემოსავლო მუხლებით, როგორც მთლიანი შემოსავლები, ისე საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო პარამეტრები გადაჭარბებით შესრულდა შესაბამისად, 102.1% და 102.3%, რაც საპროგნოზო პარამეტრებზე 119.2 მლნ. ლარით და 120.5 მლნ. ლარით მეტია.

მართალია, ამ პერიოდში საპროგნოზო პარამეტრებზე ვერ გავიდა ისეთი გადასახადების ამოღება, როგორებიცაა დამატებული ღირებულების გადასახადი (შესრულდა 99.4%-ით), მოგების გადასახადი (96.6%), იმპორტის გადასახადი (89.5%) და აქციზი (87.6%), თუმცა საპროგნოზო პარამეტრებს საგრძნობლად გადააჭარბა საშემოსავლო გადასახადებმა (+1.3%), რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტის ყულაბაში დამატებით 74.5 მლნ. ლარი შეიტანა.

სენსაციური თემის აგორება გასაგებია, აქცენტების “ცუდ ხელისუფლებაზე” გადატანით და საკუთარ მხარდამჭერებში ქულების დაწერით თუ სხვათა ნიშნის მოგებით, მაგრამ… რომელ ეკონომიკის ჩამოშლაზე ან საბიუჯეტო კრიზისზეა საუბარი, როდესაც  საშემოსავლო გადასახადების  ხაზით საპროგნოზო მაჩვენებლები გადაჭარბებით არის შესრულებული და ამ სახის გადასახადებზე მოდის ქვეყნის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ერთი მესამედი, ხოლო მისი მოცულობა  წინა წლის  საშუალო კვარტალურ მაჩვენებელს  დაახლოებით 18 პროცენტით აღემატება! 

ბიუჯეტი ასევე უნდა შეფასდეს ინფლაციის მაჩვენებლით, დაბალი ინფლაციის პირობებში თუ მხედველობაში მივიღებთ 2025 წლის პირველ კვარტალში, ინფლაციის დაბალ  2.6 % დონეს, პირდაპირი მდგენელია მოსახლეობის რეალური შემოსავლების და კეთილდღეობის ზრდის შესაფასებლად. 

რაც მთავარია, 2025 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი უარყოფითი სალდო დაგეგმილზე 4.1-ჯერ ნაკლები იყო (-155.8 მლნ. ლარი, ნაცვლად 641.7 მლნ. ლარის), რაც რაიმე კრიზისულ ბაზისს მთლიანად აქარწყლებს და საბიუჯეტო სახსრების მაღალ ეფექტიანობასა და სამობილიზაციო შესაძლებლობაზე მიუთითებს.

ან როგორ არ დაიღალნენ ამდენი ტყუილების ტირაჟირებით, მათი კატასტროფულად დავარდნილი რეიტინგებიც ხომ ამ სტრატეგიის გამოძახილია!" -  წერს გიორგი ცუცქირიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა
ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო - იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა
გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ⁠2025 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 10-ჯერ მეტად, ვიდრე მოლდოვის ეკონომიკა, 3-ჯერ მეტად ვიდრე უკრაინის ეკონომიკა, 5-ჯერ მეტად, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკა
I კვარტალში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა 22%-ით გაეზარდა - "ყაზტრანსოილი"
ისტორიაში პირველად - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
არქივი