ნიკოლოზ სამხარაძე - იორდანიის ხელისუფლებასთან ვისაუბრეთ იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის ხელშეწყობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 27 აპრილი 2025, 20:23

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და კომიტეტის დელეგაციის წევრებმა იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას იორდანიის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის გადმოცემული მიწის ნაკვეთი მოინახულეს, რომელზეც ქართული კულტურული ცენტრი უნდა აშენდეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვიზიტის ფარგლებში საუბრები გვქონდა იორდანიის ხელისუფლებასთან, რომ მაქსიმალურად დაეხმარონ და ხელი შეუწყონ ქართული კულტურული ცენტრის მშენებლობის პროცესს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს იორდანიაში არსებული მე-11 საუკუნის ქართული  მონასტრის, შიხანის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები და ადგილობრივი არქეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელს სამომავლო გეგმებსა და სამუშაოებთან დაკავშირებით ესაუბრნენ.

„ისტორიულად დადასტურებულია, რომ შიხანის მონასტერი არის ქართველების მიერ დაარსებული ერთ-ერთი მონასტერი წმინდა მიწაზე და მნიშვნელოვანია, რომ არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდეს, რათა შენარჩუნდეს ქართული კულტურული კვალი იორდანიაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იორდანიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
არქივი