ნანუკა ჟორჟოლიანი: დროა, რომ ყველამ ერთად უკვე მოვითხოვოთ არა არჩევნები, არამედ ამ ხელისუფლების გადადგომა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 30 აპრილი 2025, 00:09
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი “ტვ პირველის” ეთერში საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაზე საუბრობს.

ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ აქციები უფრო ხმამაღალი უნდა იყოს და დროა, ყველამ ერთად ხელისუფლების გადადგომა მოითხოვოს.

„აქციები უნდა იყოს გაცილებით უფრო ხმამაღალი და დროა, რომ ყველამ ერთად უკვე მოვითხოვოთ არა არჩევნები, არამედ ამ ხელისუფლების გადადგომა და მე ვარ დარწმუნებული, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აქციები დაიგეგმება უახლოეს მომავალში”, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, დღეს, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს შეხვდა
სუსი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ტარიელ და ლეონიდე თენაძეები გათავისუფლდნენ
საზღვარგარეთ უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 7 მილიონს მიუახლოვდა
სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა
პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით,უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი