ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, რომ ის ახალ პაპად უნდა აირჩიონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 30 აპრილი 2025, 00:13
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, რომ ის ახალ პაპად უნდა აირჩიონ. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ უნდა გახდეს, მისი აზრით, ახალი პაპი, აშშ-ის პრეზიდენტმა ხუმრობით უპასუხა:

პაპად? მე მინდა ვიყო პაპი. ეს ჩემი პირველი არჩევანი იქნებოდა.

მისი თქმით, მას არ აქვს კონკრეტული პრეფერენცია იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა გახდეს ახალი პონტიფიკოსი, მაგრამ ვარაუდობს, რომ ნიუ-იორკის არქიეპისკოპოსი ტიმოთი დოლანი შეიძლება კარგი არჩევანი იყოს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი