გლდანის საპყრობილე არ იყო ციხე, ეს იყო ჩვეულებრივი კონცლაგერი, სადაც ადამიანის ღირებულება და ფუნქცია იყო ნული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 30 აპრილი 2025, 11:34
მოდულის შენობიდან როდესაც გადავყავდით გლდანის საპყრობილეში, გზაში ერთ-ერთი მეუბნება, რომ ეს გზა კარგად დაათვალიერე ეს არის რასაც ბოლოს შენ ხედავ, აქედან ცოცხალი ვერ გამოხვალ, არანაირი შანსი არ გაქვსო. გლდანის საპყრობილე ეს არ იყო ციხე, ეს იყო ჩვეულებრივი კონცლაგერი, ადამიანების წამებით განადგურებით,- ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ, 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

აბდალაძის განცხადებით, გლდანის ციხის სახით „ნაციონალური მოძრაობას“ საქართველოში პატარა საქართველო ჰქონდათ, სადაც ადამიანის  ღირებულება და ფუნქცია იყო ნული. 

„დღეს რომ სასამართლო პროცესზე გაღიმებულები გამოდიან და მთელი ოვაციებით ხვდებიან, ძალიან მიხარია ეს ამბავი, იმიტომ რომ მართლა ასე უნდა იყოს. პატიმარი არ უნდა იყოს არასდროს  იმ მდგომარეობაში რა ჯოჯოხეთიც  ჩვენ გავიარეთ და უამრავმა ადამიანმა, ესეც დამსახურება არის ზუსტად იმ პოლიტიკური ძალის და იმ ადამიანების, ვინც 2012 წელს აი ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. სასამართლოში გაღიმების კი არა  სასამართლოს ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ ჟურნალისტებს,  ან დაიჭერდნენ,  ყველაზე მცირე გააგდებდნენ. 

შეგვიყვანეს გლდანის საპყრობილეში, მანდ რომ ხვდებოდი ადამიანი უკვე მიხვდი, რომ საქართველოში იყო კიდევ პატარა საქართველო, რომელიც იყო პირადად ამათ  [ნაციონალური მოძრაობის] მფლობელობაში, სადაც ადამიანის ღირებულება და ფუნქცია იყო ნული. ადამიანი სრულიად არაფრად არ მიაჩნდათ. რომ შედიხარ იქვე გრძნობ ამას. რაღაც ხომ უნდა შეავსო, მიჰყავხარ გინებით, წიხლებით,  გაფურთხებენ. 

ჩვენ პირდაპირ ფუქსებში გადაგვიყვანეს, ფუქსი არის მეტრი მეტრზე,   იატაკზე ვიწექით, რომ გვესუნთქა. ფიზიკურად რომ ადგე ფეხზე ჟანგბადი არ არის“,-განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
26 მაისს სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს - სამხედრო ტექნიკა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინება
ე.წ. ოპოზიცია იმაზეც ვერ თანხმდება, გირაო უნდა გადაიხადონ თუ არა და ესენი კოალიციურ მთავრობას შექმნიან და 11 მინისტრს აირჩევენ?
რადიკალებმა რამდენჯერაც რაიმე დააანონსეს, ვერაფერი ვერ შეასრულეს, რადგან სიმართლეს არ ემსახურებიან - ასე იქნება 26 მაისსაც
არიან ევროპაში საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ამ ჩვენს იდიოტებთან, ცვილის ფიგურებთან და მათი მუზეუმის დირექტორ, ქალბატონ „მადამ ტიუსო“ - ზურაბიშვილთან საქმეს არ დაიჭერენ
ტრამპმა ბირთვული ენერგიის წარმოების რეგულაციების შემსუბუქებისა და გაფართოვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი
არქივი