ირაკლი გედენიძე სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირმა ნადირაშვილთან საუბარს იხსენებს: ციხიდან გამოშვების შემდეგ დამირეკა, ვუთხარი, თუ რამე დარჩა აპარატურა, იმასაც გთხოვთ-მეთქი, "დაგიბრუნო არა ისა, სად დაეთრეოდი, რა გეგონაო"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 30 აპრილი 2025, 14:35
ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ, "ფოტოგრაფების საქმეზე" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საუბრობს, ირმა ნადირაშვილის სატელეფონო ზარი გაიხსენა, რომელიც 2011 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და გედენიძის ხელმძღვანელი იყო. 

როგორც მან აღნიშნა, ირმა ნადირაშვილს არ ეგონა, თუ ისევ ხაზზე იყო გედენიძე და მის თხოვნაზე, სამუშაო ოთახში დარჩენილი მისი ნივთები და აპარატურა დაებრუნებინათ, 26 მაისის ფოტოების გადაღება წამოაძახა რეპლიკით: "სად დაეთრეოდი". 

"გავიხსენებ ქალბატონ ირმასთან [ნადირაშვილი] ერთ ზარს. მე ვახსენე, ინტერვიუ გადავიღე-მეთქი. ფოტოები ხომ უნდოდათ, რომლებიც უკვე წაღებული ჰქონდათ, აპარატში იყო ჩიპი, რომელიც დალუქული იყო. იმ ხალხმა მოითხოვა გამოცემიდან ფოტოები. [ციხიდან] გამოშვების შემდეგ მირეკავს, რომ ფოტოები მოგვაწოდეო, ვუთხარი მე არ მაქვს აპარატურა, ისევ იქ არის და თქვენ უნდა მიმართოთ, თქვენი აპარატურაა. ავუხსენი, ნორმალურად ვისაუბრეთ, არც აგრესიულად. ვუთხარი, ჩემს ოთახში ჩემი ნივთებიც არის და თუ რამე დარჩა აპარატურა, იმასაც გთხოვთ-მეთქი. "დაგიბრუნო არა, ისაო, სად დაეთრეოდი, რა გეგონაო" - არ ეგონა, თუ  კიდევ ხაზზე იყო ჩემთან. 26 მაისი წამომაძახა ისე, რომ არ იცოდა მე ამას ვისმენდი თუ არა." -  განაცხადა ირაკლი გედენიძემ
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აწყურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკის 9,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2025-2026 წლისთვის კი 5-6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი
გია ვოლსკი - პაატა ბურჭულაძე პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა - მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც სატელეფონო არჩევნების იდეის წამოყენება შეუძლია
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება
ლუკა კურტანიძე: ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ. თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“
არქივი