ტრამპმა განაცხადა, რომ ვოუქ და ტრანსგენდერული სიგიჟე შეერთებული შტატების მთავრობიდან აღმოფხვრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 30 აპრილი 2025, 16:12
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოუქ და ტრანსგენდერული სიგიჟე შეერთებული შტატების მთავრობიდან აღმოიფხვრა.

საპრეზიდენტო ვადის პირველი 100 დღის აღსანიშნავად გამართულ ყრილობაზე ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მსოფლიო საღი აზრის რევოლუციის მომსწრე გახდა.

ტრამპის თქმით, რადიკალი მემარცხენე გიჟების მმართველობა დასრულდა და ახლა ამერიკაში ოქროს ხანა იწყება.

„ჩვენ მთავრობიდან გავაძევეთ ვოუქ ფსიქოზი და ტრანსგენდერული სიგიჟე. ჩვენ დავასრულებთ ბავშვების ინდოქტრინაციას, აღმოვფხვერით მილიარდობით დოლარის ფლანგვა და თაღლითობა. ბოლო 14 კვირის განმავლობაში მსოფლიო საღი აზრის რევოლუციის მომსწრეა. არ აქვს მნიშვნელობა კონსერვატორი ხარ თუ ლიბერალი. ის, რასაც ვაკეთებთ, საღ აზრს ეხება. ჩვენ დავასრულეთ რადიკალი მემარცხენე გიჟების ხანგრძლივი მმართველობა და ვიწყებთ ამერიკის ოქროს ხანას“, - თქვა ტრამპმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: გამოდის, რომ აშშ-თვის არავითარი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ესაა სწორედ ამერიკული Deep State მიდგომა
სოზარ სუბარი: გია ბუღაძე საბჭოთა პერიოდში ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, ლაშა ბუღაძე კი ბედავს და ნონა გაფრინდაშვილ უწოდებს „საბჭოთა ეპოქის“ ადამიანს
The Wall Street Journal: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, შესაძლოა, 18 ივნისს ვატიკანში გაიმართოს
ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებასა და ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებილებ დააკავეს
ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტს რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
არქივი