ზურაბ ქადაგიძე: დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო - ასე გადაინაწილეს უკრაინა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 30 აპრილი 2025, 20:13

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე The Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ უკრაინა სხვადასხვა ძალის ინტერესებს ემსხვერპლა.

„კრება დარჩა მხიარული“:

24 საათში შტატები მიიღებს სასარგებლო წიაღისეულზე აბსოლუტურ წვდომას;

ამავდროულად, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარს უბრუნდებიან;

ევროპა, როგორც ყოველთვის, ბებერი კურტიზანივით დანებდება, რომ ახალი გეოპოლიტიკური ვითარებით მიიღოს სიამოვნება;

რუსეთი ჯერ ყირიმის აღიარებას ეცდება და შემდეგ, დანარჩენი ოკუპირებული ოლქებისას - ომამდელი სამხედრო ბიუჯეტი გააორმაგა და სამხედრო მრეწველობა გაასამმაგა...

ვინ დარჩა გაწეწილ-გაგლეჯილი?

სამწუხაროდ, მხოლოდ უკრაინა!

P.S. არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი!

ასე გადაინაწილეს უკრაინა და ახლა, წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ, ქართველი უსამშობლოებისთვის რომ დაგვეჯერებინა და დასავლეთის ძირგამომპალი, ლიბერალური თამაშის წესები მიგვეღო“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საბა ბუაძე - მიხეილ კაკაურიძემ დაარღვია ბოიკოტი და დაეხმარა “ქართულ ოცნებას” კვორუმის შექმნაში - მივიღე გადაწყვეტილება ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან
ჰამბურგში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა და 12 ადამიანი დაჭრა
აზერბაიჯანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
ჩეხეთის საგარეო უწყება - შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის ფაქტები განიხილა
არქივი