მარიამ ქვრივიშვილი ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 01 მაისი 2025, 20:30

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოპერირებადი ქართული და საერთაშორისო ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, „ტავ ჯორჯიასა“ და სამოქალაქო ავიაციის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მიმდინარე პროცესები, ავიაკომპანიების ოპერირების გაუმჯობესებისა და მგზავრთა მომსახურების სრულყოფის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.

„მათ შორის, ხაზი გაესვა რა ქვეყანაში ტურიზმის მნიშვნელობას, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ სხვადასხვა კოორდინირებულ აქტივობასა და თანამშრომლობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მომსახურების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და მიმართული იქნება საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საქართველოს შესახებ პირველი პოზიტიური შთაბეჭდილების შექმნაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული თითოეული ადამიანის გამოცდილება, საქართველოსთან პირველივე შეხებისთანავე საერთაშორისო აეროპორტში იწყებოდეს მაქსიმალური სტუმარ-მასპინძლობით და კეთილგანწყობით. ავიაკომპანიების წარმომადგენლებს გავაცანით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეჯერებული პოზიცია, რომ ხელი შეეწყოს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მომსახურების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და ჩამოსულ საერთაშორისო ვიზიტორებს ჩვენი ქვეყნის მიმართ პირველი შთაბეჭდილება მაქსიმალურად პოზიტიური ჰქონდეთ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ ავიაკომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან საუბრისას მნიშვნელოვანი იყო მათი მხრიდან იმის ხაზგასმა, რომ მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახეზეა განსაკუთრებული ზრდა ჯავშნებსა და ავიაკომპანიების დატვირთულობაში, რაც ცალსახად მიანიშნებს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში მოგზაურობისადმი ინტერესის ზრდაზე. დარწმუნებულები ვართ,  გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორი მჭიდრო თანამშრომლობით კიდევ უფრო ახალ წარმატებებს მიაღწევს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მზადებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის. აღინიშნა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად მილიონ-ნახევარზე მეტ მგზავრს მოემსახურა, ხოლო გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 8%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს.

„ასევე ითქვა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის, ავიარეისები შესრულდება 60 სამგზავრო ავიაკომპანიის მიერ, 118 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 735-740 სიხშირით, რაც დაახლოებით 5-6%-ით მეტი იქნება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შესრულებულ ფრენებზე“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე გაემგზავრა
ალექსანდრე მეგუთნიშვილი: კახეთის კუდ-ის უფროსის მოადგილემ, დათო ლორთქიფანიძემ თქვა, „ვინც ორ საათში 10 000$-ს არ მოიტანს, გავაცამტვერებთო. მივიტანე 2 000$ და მასხრად გვიგდებო? ხომ იცი, რომ აქ შემოსვლა არის ადვილი, მაგრამ გასვლა ძნელიო
ზაალ ანჯაფარიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: გამოდის, რომ აშშ-თვის არავითარი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ესაა სწორედ ამერიკული Deep State მიდგომა
სოზარ სუბარი: გია ბუღაძე საბჭოთა პერიოდში ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, ლაშა ბუღაძე კი ბედავს და ნონა გაფრინდაშვილ უწოდებს „საბჭოთა ეპოქის“ ადამიანს
არქივი