დონალდ ტრამპი - მაიკ უოლცს გაერო-ში შემდეგ ელჩად წარვადგენ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას მარკო რუბიო შეასრულებს სახელმწიფო დეპარტამენტში ძლიერი ხელმძღვანელობის პარალელურად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 01 მაისი 2025, 23:02

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს. ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ უოლცს „გაერო-ში აშშ-ის შემდეგ ელჩად წარადგენს“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მაიკ უოლცს წარვადგენ გაერო-ში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად. სამხედრო სამსახურიდან დაწყებული, კონგრესში მუშაობისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციის ჩათვლით, მაიკ უოლცი მუდამ ბეჯითად მუშაობდა ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად. ვიცი, რომ იმავეს გააკეთებს თავის ახალ როლშიც. დროებით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს, სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ძლიერი ხელმძღვანელობის პარალელურად. ერთად განვაგრძობთ დაუღალავ ბრძოლას, რათა ამერიკა და მსოფლიო კვლავ უსაფრთხო გავხადოთ. გმადლობთ ყურადღებისთვის!“, – წერს დონალდ ტრამპი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართა
ევროკავშირის 15 ქვეყანა - ევროკავშირმა უნდა განაახლოს და გააძლიეროს ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს რუსეთთან, რათა გაზარდოს ზეწოლა კრემლზე
დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV თეთრ სახლში მიიწვია
ჯეი დი ვენს@@@ი - უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
სოზარ სუბარი - 9 აპრილს, საბჭოთა მილიცია იყო და არა პოლიცია, მაგრამ იყვნენ ქართველები, რომლებიც პირველ დარტყმებს თვითონ იღებდნენ - შეიძლება უპრიანი იყოს, რომ ქართველი პოლიციელის ძეგლი დაიდგას, ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც
არქივი