მიხეილ სააკაშვილი - ფუნდამენტური ცვლილების გარეშე ვინც წავა რაიმე სახის არჩევნებზე, არის კოლაბორაციონისტი, რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი და, შეიძლება ითქვას, მონაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 02 მაისი 2025, 14:10

არჩევნები გაუქმებულია. ყველა, ვინც ამ პირობებში, ფუნდამენტური ცვლილების გარეშე წავა რაიმე სახის არჩევნებზე, არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი, რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი და შეიძლება ითქვას, მონაც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ოპოზიციამ უნდა გააერთიანოს ძალები.

„ხშირად ლაპარაკია, ადგილობრივ არჩევნებზე წავალთ თუ – არა. ხალხო, ეს არის ოკუპაციურ-კოლაბორაციულის რეჟიმი. არჩევნები გაუქმებულია. ყველა, ვინც ამ პირობებში, ფუნდამენტური ცვლილების გარეშე წავა რაიმე სახის არჩევნებზე, არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი, რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი და შეიძლება ითქვას, მონაც. ამიტომ, აქ საუბარია, რომ ჩვენ უნდა შევკრათ ჩვენი ძალები, მით უმეტეს, საერთაშორისო ვითარება მკვეთრად იცვლება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მკვეთრი განცხადებები გააკეთა რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. სააკაშვილის თქმით, ყოველთვის სჯეროდა, რომ ტრამპი სამართლიანობის მახრეს იდგებოდა.

„უკრაინასთან ძალიან მაგარ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ჩემმა მეგობარმა, დონალდ ტრამპმა. მეგობარს ტყუილად არ ვამბობ, თვითონ უთქვამს არაერთხელ, რომ ჩემი მეგობარია. მან აღადგინა, დაიწყო უკრაინისთვის ფართომასშტაბიანი სამხედრო დახმარების აღმოჩენა და მისმა ადმინისტრაციამ მკვეთრი განცახდებები გააკეთა რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. ყოველთვის მჯეროდა, რომ დონალდ ტრამპი არ მიატოვებდა უკრაინას, ყოველთვის მჯეროდა, რომ დონალდ ტრამპი იდგებოდა სამართლიანობის მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას მისი განცხადებები არ მოსწონს და ასე შემდეგ, ამ კაცს ვიცნობ დიდი ხანია, 1994 წლიდან და ძალიან კარგად ვიცი, რა ჯანსაღი ამბიცია ამოძრავებს. ასე რომ, ეს კონტრრევოლუცია ჩაფლავდება, ვერავინ შეძლებს საქართველოს დაბრუნებას ძველ ეპოქაში, უშუქობაში, უპერსპექტივობაში, რადგან საერთაშორისო ვითარება მკვეთრად გამოცვლილია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რაც არ უნდა პროპაგანდა აწარმოონ, შავი და თეთრი დღესავით ნათელია.

„ძალიან მარტივია ყველაფერი. ამათ რამდენიც არ უნდა გაამუქონ და პროპაგანდა აწარმოონ, ახლა შავი და თეთრი დღესავით ნათელია. ისინი ელაპარაკებიან თავისი დაზომბებული, გაუბედურებული, ან გაქსუებული მოსახლეობის რაღაც 20 პროცენტს.მათი მრევლი ვინ არის? არის ან უკიდურესად ღარიბი, გაუბედურებული ან გაქსუებული, მოპარულ ფულში რომ იხრჩობა და საკუთარი, ეროვნული ორგანიზმის სისხლს სვამს. ამათზე მოქმედებს ეს პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს. ამათთვის არის შექმნილი ეს კომისია და სხვადასხვა იდიოტიზმი, რადგან მსოფლიოში ამას არავინ ჭამს. დიდ მხარადაჭერას ვიღებ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი