ირაკლი ქადაგიშვილი: საზოგადოებამ იცის, რომ პოზიტიური საქმიანი კონტაქტები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან შემდგარია - ობიექტური პირობები იმისა, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არ აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები, არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 02 მაისი 2025, 18:11

ობიექტური პირობები იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები, არ არსებობს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი განცხადებით, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციის ქმედებების შედეგად ურთიერთობების დამაზიანებელი პირობები მოხსნილია.

„ჩვენ ვიცით ჯგუფი, „დიფ სთეითი“, რომელიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთელ მსოფლიოში მოქმედებს ამ მექანიზმებით და იარაღით - ბუნებრივია, მათ ექნებათ მცდელობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესში ეს „მეგობარი აქტი“ გაიტანონ, რითაც აქ ამ რადიკალურ ოპოზიციას დროებითი სუნთქვის რეჟიმი გაუხანგრძლივონ.

მაგრამ საზოგადოებამ იცის, რომ ეს პოზიტიური საქმიანი კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგარია ანუ ის, რაც აღმოჩნდა ჩვენი ურთიერთობების დამაზიანებელი, ამ ახალმა ადმინისტრაციამ თავისი ქმედებებით, მოხსნა. ჩვენ გვედავებოდნენ იმაზე, რომ რატომ ვეძახით კაცს კაცს და ქალს ქალს, რატომ გვინდა, რომ დემოკრატიული ქვეყანაში უცხოური დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. ესეც მოხსნა ამ ადმინისტრაციამ. ჩვენ ვამბობდით, რომ ვერ ჩავერთვებით ამ კონფრონტაციაში რუსეთთან იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნებოდა ისტორიული დამანგრეველი მარცხი. თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ რამენაირად ეს ომი დასრულდეს.

ანუ ობიექტური პირობები იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები არ არსებობს. ისეთი რეციდივები, რასაც უილსონი და „მეგობარი აქტი“ გვპირდება, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე იზეიმებს”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკის 9,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2025-2026 წლისთვის კი 5-6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი
გია ვოლსკი - პაატა ბურჭულაძე პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა - მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც სატელეფონო არჩევნების იდეის წამოყენება შეუძლია
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება
ლუკა კურტანიძე: ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ. თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“
ვლადიმერ ბოჟაძე 17 მაისზე: არც ერთ ოპოზიციონერს მონაწილეობა არ მიუღია. მათი მცდელობა გაემიჯნონ ეკლესიას, მრევლს, ქრისტიანულ ღირებულებებს, ადასტურებს, რომ არ არსებობს ღირებულება, რომელიც მათ შეიძლება აკავშირებდეთ ქართველ ხალხთან
არქივი