თბილისის მერიაში დაზარალებულ მოვაჭრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 02 მაისი 2025, 18:24

  • თბილისის მერიაში სადგურის მოედანთან მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
  • დამწვარი ბაზრობის დათვალიერების შემდეგ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დაზარალებულები თბილისის მერიაში მიიღო. სამუშაო შეხვედრაზე ხმალაძემ მოვაჭრების საინიციატივო ჯგუფისგან მიიღო კონკრეტული ინფორმაცია დაზარალებულთა რაოდენობის, დამწვარი სავაჭრო და სასაწყობო ფართების, განადგურებული საქონლის
  • სავარაუდო ღირებულებებისა და სხვა ტექნიკური საკითხების შესახებ.
განიხილეს დაზარალებულებისთვის დახმარების გაცემის ყველა შესაძლო მექანიზმი და პრინციპი. ვიცე-მერმა დაზარალებულებს აღუთქვა დახმარება ბაზრობის დამწვარი კონსტრუქციების დემონტაჟისა და ტერიტორიის დასუფთავების საქმეში.
დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგი სამუშაო შეხვედრა რამდენიმე დღეში დაიგეგმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სვანეთში სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
რუსუდან შარაძის განცხადებით, მეგის ქარდავამ თავისთან დაიბარა მისი მარჯვენა ხელი გურიკა ქადარია და მას გურამ შარაძის მკვლელობისთვის ორი ადამიანის თბილისში ჩაყვანა დაავალა
რუსუდან შარაძე: მოწმე ჰყვება, რომ დათა ახალაიამ გამართა თათბირი, დასცინოდნენ მამაჩემს, როგორ გააგორეს „პროფესორა“. ახალაია ასახელებს, რომ ეს „პირველის“ დავალებით მოხდა
არქივი