ბრიუსელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარება სურს, მიუხედავად ფასისა. ჩვენ ვერ მივცემთ უფლებას, რომ ბრიუსელის გლობალისტური ფანტაზიების გამო, ეს ფასი ჩვენმა შვილებმა გადაიხადონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 03 მაისი 2025, 11:17
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიუსელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარება სურს, მიუხედავად ფასისა. მან აღნიშნა, რომ ბრიუსელის გლობალისტური ფანტაზიების გამო, ეს ფასი მომავალმა თაობებმა არ უნდა იხადონ.

„ბრიუსელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარება სურს, მიუხედავად ფასისა. ჩვენ ვერ მივცემთ უფლებას, რომ ბრიუსელის გლობალისტური ფანტაზიების გამო, ეს ფასი ჩვენმა შვილებმა გადაიხადონ. დროა, ოცნებების სამყაროდან გამოვიდეთ და გავაღვიძოთ ისინი, ვისაც სძინავთ. ევროპის მოქალაქეებო, დრო მიდის - მოითხოვეთ, რათა თქვენმა ლიდერებმა ხმა ამოიღონ!“, - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, ახლა არის სწორედ ის დრო, როდესაც ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს, რადგან ორი ან სამი წლის შემდეგ ამის განხორციელება ბევრად რთული იქნება.

„ჩვენ თვალები არა მხოლოდ უნგრელებს უნდა ავუხილოთ, არამედ მთელი ევროპის მოქალაქეებს, რომლებიც იგივე რისკებს ეჯახებიან. ეს მხოლოდ უნგრეთის პრობლემა არ არის. არსებობენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ამის გამო დაზარალდებიან. ეს არაფერ კარგს არ მოიტანს და მოდით, გავაჩეროთ ეს ახლა“, - აღნიშნა ორბანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე ოპოზიციაზე: როგორ შეიძლება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს
ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ შავი, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი
ხავიერ სოლანა დაეხმარა ძმებ გაჩეჩილაძეებს „მაესტროსთვის“ ლიცენზიის მოპოვებაში, რის მერეც სააკაშვილმა დაიწყო არხის საკაბელოებიდან გამორთვა
გერმანიის ელჩს, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომების შესვენებებში მაინც, შეახსენეთ, რომ საქართველოში 1996 წლიდან ხელმისაწვდომია ინტერნეტი
ჩემ გამო 2011 წელს დაიჭირეს ჩემი დეიდაშვილი, დაიჭირეს ჩემი მეგობრები და მთხოვდნენ, 8 მილიონი დოლარი გადამეხადა, რომ ისინი გამოეშვათ ციხიდან
არქივი