36
03 მაისი 2025, 11:49

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ვარიანტები შესთავაზეს. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თეთრი სახლის ლიდერი მზად არის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გააძლიეროს, რადგანაც პუტინი ომის დასრულებას აჭიანურებს.
ამასთან, როგორც წყაროები იტყობინებიან, ტრამპს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ვინაიდან დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |