გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მათ არ აერთიანებთ არც იდეა, არც რაიმე სტრატეგია. მთავარი მათი იდეაფიქსი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 03 მაისი 2025, 14:43
მათ არ აერთიანებთ არც იდეა, არც რაიმე სტრატეგია. მათი მთავარი მიზანი არის როგორღაც ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში და ჩვენს ქვეყანას მოახვიონ ის უბედურება, რომელიც გაიარა უკვე ჩვენმა საზოგადოებამ, - განაცხადა განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე.

„მათ არ აერთიანებთ არც იდეა, არც რაიმე სტრატეგია. მათი მთავარი მიზანი არის როგორღაც ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში და ჩვენს ქვეყანას მოახვიონ ის უბედურება, რომელიც გაიარა უკვე ჩვენმა საზოგადოებამ, ამიტომაც არის ასეთი დაქსაქსულობა. მათ ერთმანეთი სძულთ საშინლად იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ასმენენ, საკუთარი ქვეყნის დაბეზღებაზე, საკუთარი ქვეყნის ძირის გამოცლაზე ორიენტირებულები არიან, როგორც წარმოგიდგენიათ, მათ თავიანთ წრეში, თავიანთ წიაღში ერთმანეთი ეყვარებათ? მთავარი მათი იდეაფიქსი ეს არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება”, - განაცხადა სოსიაშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. პარტიებს ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია გარე პატრონებზე და სწორედ მათ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან ოპოზიციური პარტიები.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია
არქივი