44
03 მაისი 2025, 15:44

აშშ-მა რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის ჯგუფი გაგზავნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე განთავსდებიან და პროცესს დააკვირდებიან. სააგენტოს ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს.
მიზეზად არჩევნებში ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დასახელდა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა რუმინეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და ეჭვი გამოთქვა ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |