ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელმაც ჯანმრთელობის გამო აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა, ბელგრადის სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში მოათავსეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 03 მაისი 2025, 18:23
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემის გამო აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა, ბელგრადის სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში მოათავსეს.

სერბეთის პრეზიდენტს სამკურნალო დაწესებულებაში ჯანდაცვის მინისტრი ზლატიბორ ლონჩარი და ექიმი – დრაგან დინჩიჩი დახვდნენ.

აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სამედიცინო დახმარება მოითხოვა და გამოკვლევის შემდეგ სერბეთში დაბრუნება გადაწყვიტა.

სერბეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ალექსანდრ ვუჩიჩის მდგომარეობის შესახებ დეტალებს ჯერ არ ავრცელებს.

შეგახსენებთ, აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აპირებს გამგზავრებას, რადგან ვლადიმერ პუტინს დაჰპირდა, რომ აღლუმს დაესწრება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი