დონალდ ტრამპი - შესაძლოა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდეს მხარეებს შორის არსებული დიდი სიძულვილის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 04 მაისი 2025, 19:41

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეიძლება, შეუძლებელი აღმოჩნდეს მხარეებს შორის არსებული დიდი სიძულვილის გამო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა ტრამპს უკრაინაში მიმდინარე ომსა და ამ ომის დასასრულებლად მისი ადმინისტრაციის ძალისხმევის შესახებ ჰკითხა, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ იყო მომენტები, როდესაც ის ახლოს იყო შუამავლის როლზე უარის თქმასთან.

„ზოგჯერ მე მივდივარ ამასთან ახლოს, მაგრამ დადებითი მოვლენები ხდება“, – თქვა ტრამპმა. ამავე დროს, მან დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია ამის გაკეთება.

„დადგება დრო, როდესაც ვიტყვი: კარგი, გააგრძელეთ. გააგრძელეთ სისულელე და გააგრძელეთ ომი“, – განაცხადა ტრამპმა. მან აღიარა, რომ ორ მებრძოლ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევა შეიძლება არარეალისტური იყოს, თუმცა ასევე თქვა, რომ მისი აზრით, შეთანხმება შეიძლება, საკმაოდ ახლოს იყოს.

„შესაძლოა, ეს შეუძლებელი იყოს… რომ იცოდეთ, ამ ორ კაცს შორის (ზელენსკი და პუტინი), აგრეთვე, გულწრფელად რომ ვთქვა, ზოგიერთ ჯარისკაცს შორის, არსებობს უზარმაზარი სიძულვილი. გენერლებს შორის. ისინი სამი წელია სასტიკად ომობენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს იყო ერთ მხარესთან, მაგრამ მეორესთან არა. თუმცა, რომელ მხარესთან ვერ მიაღწია შეთაბხმებას, რუსეთთან თუ უკრაინასთან, ეს არ დაუკონკრეტებია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ შავი, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი
ხავიერ სოლანა დაეხმარა ძმებ გაჩეჩილაძეებს „მაესტროსთვის“ ლიცენზიის მოპოვებაში, რის მერეც სააკაშვილმა დაიწყო არხის საკაბელოებიდან გამორთვა
გერმანიის ელჩს, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომების შესვენებებში მაინც, შეახსენეთ, რომ საქართველოში 1996 წლიდან ხელმისაწვდომია ინტერნეტი
ჩემ გამო 2011 წელს დაიჭირეს ჩემი დეიდაშვილი, დაიჭირეს ჩემი მეგობრები და მთხოვდნენ, 8 მილიონი დოლარი გადამეხადა, რომ ისინი გამოეშვათ ციხიდან
მაკრონთან საუბრის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური
არქივი