დონალდ ტრამპი - მე ვიქნები პრეზიდენტი ორი ვადით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 04 მაისი 2025, 20:39

დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ ის თეთრ სახლს დატოვებს. ამის შესახებ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ვიქნები რვაწლიანი პრეზიდენტი, მე ვიქნები ორი ვადით პრეზიდენტი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – თქვა ტრამპმა.

ამერიკის ლიდერმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ ხუმრობდა მესამე ვადით კენჭისყრაზე.

NBC News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ მოკავშირეებისგან მიუღია არაერთი თხოვნა, კვლავ იყაროს კენჭი. ტრამპმა ჟურნალისტს უთხრა, რომ, ამ თხოვნების მიუხედავად, იგი აცნობიერებს რეალობას, რომელიც ამის წინააღმდეგ დგას.

„ეს არის რაღაც, რაც, ჩემი ცოდნით, არ მაძლევს უფლებას, რომ გავაკეთო. არ ვიცი, ეს კონსტიტუციურია თუ არა, რომ არ გაძლევენ ამის გაკეთების უფლებას, თუ სხვა რამ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოყო რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც, მისი განმარტებით, მომავალში შეუძლია, რესპუბლიკელების მხრიდან იყაროს კენჭი. მათ შორის დაასახელა ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს
არქივი