პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 05 მაისი 2025, 08:15

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღეს ვალერი გელაშვილს, გოჩა კაკოიშვილსა და ბესიკ დანელიას მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით მოუსმენ.

მმართველი გუნდის შეფასებით, ხაშურის ექს მაჟორიტარ დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცეოდა სააკაშვილის სისტემა საკუთარ თანამოქალაქეებს.

ცნობისთვის, 2005 წლის ზაფხულში, გაზეთმა „რეზონანსმა“ იმ დროს პარლამენტის წევრ (რესპუბლიკური პარტია) ვალერი გელაშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნა, რომელშიც დეპუტატმა პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებით არაკორექტული განცხადებები გააკეთა. საქმე ეხებოდა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობას. 2005 წლის 14 ივლისს გელაშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. დეპუტატმა თავდასხმა ინტერვიუს და პრეზიდენტის მხრიდან ანგარიშსწორებას დაუკავშირა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ჯაფარიძე - მოლოდინი არის, რომ სავარაუდოდ დამაკავებენ
ნონა გაფრინდაშვილი - 26 მაისს რაც გადავიტანეთ, ეს იყო სპეციალურად წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, ჩვენი დასჯა უნდოდათ, მე ამას ვუწოდებ სასაკლაოს, რადგან იქ რაც მოხდა, ვერავინ წარმოიდგენდა
დავით ლორთქიფანიძე: სულიკო ასათიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი, ყელი გამოგლეჯილი, ხელები დამტვრეული - ყველამ იცის, რომ ის არც დენს მოუკლავს და არც შეტაკებაში დაღუპულა
ევროპის 8 ქვეყანა და 32 ქალაქი-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ინვესტორების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალიან მაღალია
არქივი