ბესო დანელია „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: რუსთაველი გადაწვეს, დაანგრიეს. ჩვენ, ერთი ფანჯარა არ ჩაგვიტეხავს. ერთ ღამეში 5 კაცი მოგვიკლეს იმის გამო, რომ გავბედეთ და ვთქვით, არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში დიქტატურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 05 მაისი 2025, 15:49

ბევრი რამ შეიძლება ითქვას ამათ სისასტიკეზე. იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მობრუნება და სანამ იმის საშიშროება იქნება, რომ ეს სისხლისმსმელი, ადამიანთა მოძულე, ყოველივე ქართულის და ეროვნულის მოძულე რეჟიმი კვლავ დააპირებს ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მობრუნებას, ვთვლი, ყველა ქართველის ვალია, რომ ამას ხელი შევუშალოთ. აქედან გამომდინარე, ვიდგები იქ, სადაც ვდგავარ“ - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა ბესო დანელიამ.

„დღეს, ეს უნამუსოები რომ შედარებებს აკეთებენ. დღეს არის თურმე დიქტატურა და დღეს არის თურმე იმაზე საუბარი, რომ „ქართული ოცნება“ ლახავს ადამიანის უფლებებს? 200-მდე პოლიციელს ოპერაცია დასჭირდა და რუსთაველი გადაწვეს, დაანგრიეს. ერთი ფანჯარა არ ჩაგვიტეხავს. 5 კაცი ერთ ღამეში მოკლეს აქციაზე. ერთ ღამეში მოგვიკლეს 5 კაცი უბრალოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და ვთქვით, რომ არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში დიქტატურა. არაფერი დაგვიშავებია, უბრალოდ სხვანაირად ვფიქრობდით. სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე ვიდექით და არ გვინდოდა სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმი“, - განაცხადა ბესო დანელიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი - 9 აპრილს, საბჭოთა მილიცია იყო და არა პოლიცია, მაგრამ იყვნენ ქართველები, რომლებიც პირველ დარტყმებს თვითონ იღებდნენ - შეიძლება უპრიანი იყოს, რომ ქართველი პოლიციელის ძეგლი დაიდგას, ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც
დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება
აწყურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკის 9,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2025-2026 წლისთვის კი 5-6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი
გია ვოლსკი - პაატა ბურჭულაძე პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა - მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც სატელეფონო არჩევნების იდეის წამოყენება შეუძლია
არქივი