DeSmog: Heritage Foundation-ი მოკავშირეებთან ერთად ევროკავშირის დემონტაჟს განიხილავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 06 მაისი 2025, 11:42
ინტერნეტ-რესურსი DeSmog-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ორგანიზაცია Heritage Foundation-ის ჯგუფმა მიმდინარე კვირას დონალდ ტრამპის მეორე ვადის საკვანძო გეგმის განსახილველად ვაშინგტონში შეხვედრები გამართა.

როგორც გამოცემა წერს, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირის დემონტაჟის გეგმას. ინტერნეტ-რესურსი ერთ-ერთი პოლონური გამოცემის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მასალებს ეყრდნობა, სადაც საუბარია იმაზე, რომ Heritage Foundation-მა სასაუბროდ კონსერვატიული ჯგუფები შეკრიბა. ისინი მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის დღევანდელი სტრუქტურების გადაწყობა.

დახურული სემინარის დროს ლობისტური ჯგუფების MCC და Ordo Iuris მიერ მომზადებული დოკუმენტის გარშემო, რომლის სახელწოდებაა „დიდი გადატვირთვა: XXI საუკუნეში წევრი-სახელმწიფოების სუვერენიტეტის აღდგენა“, დებატები გაიმართა.

დოკუმენტის ავტორები ევროპული კომისიისა და ევროპული სასამართლოს დემონტაჟის იდეით გამოდიან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი კვაზიფედერაციულ სახელმწიფოდ იქცა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დროს ეროვნულ უფლებამოსილებებს ზღუდავს“ და „წევრ-სახელმწიფოებს იდეოლოგიურად მოტივირებულ პოლიტიკას ყოველგვარი მანდატის გარეშე“ თავს ახვევს. გეგმის თანახმად, ევროკავშირი დღევანდელი ფორმით ფუნქციონირებას შეწყვეტს და მას ევროპული ერების გაერთიანება ეწოდება.

გეგმას კრიტიკოსებიც გაუჩნდა. კერძოდ, ორგანიზაცია Corporate Europe Observatory-ს მკვლევარი და აქტივისტი, კენეტ ჰაარი გამაოგნებელს უწოდებს იმას, რომ Heritage Foundation-ი ევროპის საქმეებში ერევა.

DeSmog-ი აგრეთვე აღნიშნავს, რომ Heritage Foundation-ის წარმომადგენლებმა უკანასკნელ რამდენიმე თვეში ცალკეულ ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებს მართავდნენ და კონტინენტზე ახალი ალიანსების შექმნას ცდილობდნენ.

როგორც რესურსი აღნიშნავს, ლობისტური კომპანიები MCC და Ordo Iuris ეროვნულ-კონსერვატიულ პარტიებთან კავშირები აქვთ, რომლებიც უკანასკნელი წლების მანძილზე მტრულად ექცეოდნენ ევროკავშირს.

ინტერნეტ-რესურსის ინფორმაციით, კომპანია Ordo Iuris-ი მხარს უჭერს პოლონეთის პარტიას „სამართალი და სამართლიანობა“, რომელიც ქვეყანას 2015-2023 წლებში მართავდა. პარტიას დემოკრატიული თავისუფლებების და უმცირესობათა უფლებების შელახვაში სდებდნენ ბრალს. MCC კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობას უჭერს მხარს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი