„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ეს არის ძალიან დიდი პატივი.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 07 მაისი 2025, 14:36
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა,  არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ეს არის ძალიან დიდი პატივი. მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის რიგით მეცხრე ყრილობაზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. 

ირაკლი კობახიძემ თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს იმ დამსახურებისთვის, რომელიც ქვეყნისა და პოლიტიკური გუნდის წინაშე უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მიუძღვის. 

„მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თავმჯდომარეობდა პარტიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. 

მადლობა მას ყველა იმ დამსახურებისთვის, რომელიც ქვეყნისა და პოლიტიკური გუნდის წინაშე უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მიუძღვის“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ტუსკის პარტიის კანდიდატი რაფალ ტრჟასკოვსკი 30.8%-ით ლიდერობს - დაინიშნება მეორე ტური
დონალდ ტრამპი - მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით, ჯოს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
ჯო ბაიდენის ოფისში აცხადებენ, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
არქივი