ფრიდრიხ მერცი საფრანგეთს ეწვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 07 მაისი 2025, 15:18
გერმანიის ახლად არჩეული კანცლერი, ფრიდრიხ მერცი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კანცლერი საფრანგეთის შემდეგ პოლონეთს ეწვევა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები ევროპის უსაფრთხოებისა და მიგრაციის პოლიტიკას შეეხება.

შეგახსენებთ, ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი გუშინ აირჩია. მერცის კანდიდატურას მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 289-მ მისცა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი