სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 07 მაისი 2025, 17:42
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულები - გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო. მათ 9 წლითა და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ირაკლი პაპიაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს.

გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი