„გალერია თბილისი“ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - შესაბამისი უწყებები ჩავაყენეთ საქმის კურსში - ამ ეტაპზე ველოდებით შესაბამის მითითებებს, სხვა დამატებითი ზომები არ განხორციელებულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 07 მაისი 2025, 20:01

სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" აცხადებენ, რომ ბომბის საფრთხეზე აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები უკვე ჩააყენეს საქმის კურსში.

როგორც სავაჭრო ცეტნრში "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნეს, ამ დროისთვის ელოდებიან შესაბამის მითითებებს.

„ჩვენთან არანაირი ტიპის ზარი და მეილი არ განხორციელებულა. ჩვენც ამერიკის საელჩოს ვებ-გვერდიდან გავიგეთ და შესაბამისი უწყებები ჩავაყენეთ საქმის კურსში.

ამ ეტაპზე ველოდებით მათგან შესაბამის მითითებებს. სხვა დამატებითი ზომები არ განხორციელებულა",-აცხადებენ "გალერიში".

ინფორმაციისთვის, აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. დასახელებულია სავაჭრო ცენტრები - “ისთ ფოინთი", "გალერია თბილისი" და "თბილისი მოლი".

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯორჯია მელონი - იტალია მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი კონტაქტების ხელშეწყობასა და მშვიდობისთვის მუშაობაში
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
არქივი