„ისთ ფოინთის“ წარმომადგენელი - ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა - ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს შესაბამის ორგანოებთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 07 მაისი 2025, 21:05

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, სადაც შესაძლო აფეთქებების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ, დიდი სავაჭრო ცენტრები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს” სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინში” განუცხადეს, შენობიდან ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა.

„ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა, თუმცა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ შესაბამის ორგანოებთან და ცდილობენ, ყველაფერი მაქსიმალურად მოკლე დროში გაირკვეს.

მათი საქმიანობის სპეციფიკაზე და მიმდინარე სამუშაოების დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ჯერჯერობით ევაკუაციის საჭიროება არ არის“, - განაცხადა „ისთ ფოინთის“ წარმომადგენელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია
არქივი