შალვა პაპუაშვილი - ძალიან გთხოვთ, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად, პირველ ადგილზეა რუსეთში ღვინის ექსპორტით, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 09 მაისი 2025, 15:01

იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად, პირველ ადგილზეა რუსეთში ღვინის ექსპორტით, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი ეხმაურება ლიეტუვის ელჩის, დარიუს ვიტკაუსკასის განცხადებას, რომ „ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკავშირი ღიაა, მაგრამ იქ არის ღირებულებები და პრინციპები“.

„ძალიან გთხოვთ, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, მსოფლიოში პირველ ადგილზეა რუსეთში ღვინის ექსპორტით, თან ისე, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს და რომლის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა ქვეყანაში რადიკალების აქციებში მონაწილეობენ, ქედმაღლურად ღირებულებებზე და პრინციპებზე ნუ დაგველაპარაკებიან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიოობის და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დროა - რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?
თვალშისაცემია, რომ ბოლო პერიოდში, გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება
ბექა სივსივაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე: ეს იყო მიზანმიმართული ალყა, ყულფი, სადაც მოიყოლეს ყველა და გაუსწორდნენ
მიხაილო პოდოლიაკი: ტრამპისა და პუტინის საუბრის შემდეგ რუსეთს კვლავ ომის წარმოება სურს
Politico: ევროკავშირი ზოგ ქვეყანაში დიპლომატების რაოდენობას შეამცირებს
არქივი