პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთმა ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 09 მაისი 2025, 18:40

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ქვეყანამ ორი უკრაინელ დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და უნგრეთიდან გააძევა.

როგორც სიიარტომ აღნიშნა, ორი „ჯაშუში“, რომლებიც, სავარაუდოდ, ბუდაპეშტში, უკრაინის საელჩოში, დიპლომატიური საფარქვეშ მოქმედებდნენ, უნგრეთიდან 9 მაისს გააძევეს.

„უნგრელების წინააღმდეგ ბოლო კამპანიას იგივე მიზანი აქვს, რაც წინა კამპანიებს. ჩვენ, უნგრელებს, მშვიდობა გვინდა, ჩვენ ვამბობთ „არას“ ომზე, ჩვენ არასდროს მიგვიწოდებია იარაღი უკრაინისთვის და არც გავაკეთებთ ამას. ჩვენ არ დავუშვით და არც ვაპირებთ საკუთარი თავის ამ ომში ჩათრევას“, – განაცხადა სიიარტომ.

ამასთან, პიტერ სიიარტოს განცხადებამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშობდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV საქართველოში მოიწვია
Reuters: ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი გაიმართა
არქივი