სალომე ზურაბიშვილი პრემიერის განცხადებაზე - ჩემი ფეხი არის მყარი, მინდა რომ დაწყნარდეს - ძალიან ბევრნი ვიქნებით 26 მაისს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 09 მაისი 2025, 21:42

ჯერ ერთი, რომ ჩემი ფეხი არის მყარი, მინდა რომ დაწყნარდეს, - ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს, 26 მაისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისას ზურაბიშვილიც და ოპოზიციაც გააფრთხილა, რომ „ფეხი არ დაუცდეთ“.

მეხუთე პრეზიდენტის თქმით, 26 მაისს ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება ისე, რომ ამისკენ მოწოდებაც არ სჭირდებათ.

„ჯერ ერთი, რომ ჩემი ფეხი არის მყარი, მინდა რომ დაწყნარდეს, ჩვენი ფეხი არის მყარი, ყველასი. ვიცით საითკენ მივდივართ, ამიტომ არის მყარი, რომ ზუსტად ვიცით ჩვენი ორიენტაცია და არ ვკარგავთ. ძალიან ბევრნი ვიქნებით 26 მაისს და ეს სათქმელიც არ არის, მოწოდებაც არ სჭირდება ხალხს, რომ ყველა უნდა გამოვიდეთ. დამოუკიდებლობის დღე არის ის დღე, როცა ჩვენ დამოუკიდებლობა უნდა გადავარჩინოთ, მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხართ და არამხოლოდ ჩვენს თავს, რომ ჩვენ იქ ვდგავართ, სადაც ვიდექით პირველი ექვსი თვის წინ, ერთი წლის და პრაქტიკულად, 30 წელია ვდგავართ, როცა რამე საფრთხე ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას, თუ ევროპულობას. იქ ვიქნებით ბევრი, დავანახებთ ჩვენს თავს, ყველას, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს გზას, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული“, - განაცხადა „ტვ პირველთან“ სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს.

„ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც ეს ღონისძიებები იმართებოდა შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო
“ტვ პირველის“ შემდეგ „ფორმულა“ - ხაზარაძე რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტულ ტელევიზიას ყოველთვიურად 600 000 ლარს აძლევს
პუტინის თანაშემწის განცხადებით, 7 მაისს კრემლსა და წითელ მოედანზე ტერაქტები აღკვეთეს
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: წაგებული არჩევნების მერე მათ პირდაპირ დღის წესრიგს წარმოადგენს, რომ რამენაირად ქვეყანაში მოახდინონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია
დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიოობის და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დროა - რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?
არქივი