21
10 მაისი 2025, 16:49

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი არ გამორიცხავს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.
მერცმა აღნიშნა, რომ თუ მისი შეხვედრა კრემლის ხელმძღვანელთან ომის დასრულებას შეუწყობს ხელს, ის მზად არის ბევრი რამ გააკეთოს.
„თუ ასეთი საჭიროება გაჩნდება, თუ ეს ამ ომის დასრულებას შეუწყობს ხელს, მე მზად ვარ ბევრი რამ გავაკეთო. მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ შაბათ-კვირის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის მიზნის მიღწევას“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |