მასწავლებლის ეროვნული პრემიის მისაღებად განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 10 მაისი 2025, 21:55

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს განცხადებით, მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს.

„წლის საუკეთესო, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია - სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია დამსახურებულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს აკისრიათ. შესაბამისად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებაზე“, - აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, 2023 წელს, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია დაწესდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV თეთრ სახლში მიიწვია
ჯეი დი ვენს@@@ი - უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
სოზარ სუბარი - 9 აპრილს, საბჭოთა მილიცია იყო და არა პოლიცია, მაგრამ იყვნენ ქართველები, რომლებიც პირველ დარტყმებს თვითონ იღებდნენ - შეიძლება უპრიანი იყოს, რომ ქართველი პოლიციელის ძეგლი დაიდგას, ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც
დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება
აწყურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა
არქივი