23
10 მაისი 2025, 22:53

ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა - ზოგიერთ ქუჩასა და პარკში დაზიანდა ხეები, ქალაქის ნაწილს კი ელექტროენერგია შეუწყდა.
ასევე, უამინდობის გამო, სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს.
გარდა ამისა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ერთ-ერთი საერთაშორისო რეისი ბათუმის ნაცვლად თბილისში დაეშვა.
ძველ ბათუმში, პიაცას მოედანთან ძლიერი ქარის გამო სამშენებლო ინვენტარის
ჩამოშლის შედეგად, ცოლ-ქმარი დაშავდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |