ვლადიმერ პუტინი უკრაინას მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 11 მაისი 2025, 07:39

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს.

ვლადიმერ პუტინმა კრემლში ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინას შესთავაზა პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება და დაასახელა კონკრეტული თარიღი – 15 მაისი და ადგილი – სტამბოლი.

„ჩვენ არასდროს უარი არ გვითქვამს უკრაინულ მხარესთან დიალოგზე. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები ჩვენ არ შეგვიწყვეტია 2022 წელს, ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ. მიუხედავად ყველაფრისა, ვთავაზობთ კიევის ხელისუფლებას 2022 წლის ბოლოს მათ მიერვე შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლებას, თანაც ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე“, – აღნიშნა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის ხვალ გეგმავს საუბარს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და სთხოვს მას, უზრუნველყოს თურქეთში მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მოლაპარაკებების დროს.

„არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკებების დროს შესაძლებელი იქნება ახალი ზავისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ამასთან, რეალური ზავისა, რომელსაც დაიცავდა არამხოლოდ რუსეთი, არამედ უკრაინული მხარეც. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, ვიმეორებ, გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისკენ და არა პროლოგი შეიარაღებული კონფლიქტის გასაგრძელებლად უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელახალი შეიარაღებისა და დაკომპლექტების შემდეგ. ვის სჭირდება ასეთი მშვიდობა?“ – განაცხადა პუტინმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე ოპოზიციაზე: როგორ შეიძლება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს
ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ შავი, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი
ხავიერ სოლანა დაეხმარა ძმებ გაჩეჩილაძეებს „მაესტროსთვის“ ლიცენზიის მოპოვებაში, რის მერეც სააკაშვილმა დაიწყო არხის საკაბელოებიდან გამორთვა
გერმანიის ელჩს, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომების შესვენებებში მაინც, შეახსენეთ, რომ საქართველოში 1996 წლიდან ხელმისაწვდომია ინტერნეტი
ჩემ გამო 2011 წელს დაიჭირეს ჩემი დეიდაშვილი, დაიჭირეს ჩემი მეგობრები და მთხოვდნენ, 8 მილიონი დოლარი გადამეხადა, რომ ისინი გამოეშვათ ციხიდან
არქივი