
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიევს ბრალი დასდო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების დარღვევაში.
როგორც პუტინმა კრემლში ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინამ „დემონსტრაციულად, დაახლოებით 130-ჯერ“ დაარღვია 30-დღიანი მორატორიუმი ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე, რომელიც მოქმედებდა 18 მარტიდან 17 აპრილამდე და შეთანხმებული იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
ამასთან, პუტინის თქმით, სააღდგომო ზავი უკრაინის მხრიდან თითქმის 5 000-ჯერ დაირღვა.
„ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ნაბიჯების გადადგმა ცეცხლის შეწყვეტისთვის. არასდროს უარი არ გვითქვამს უკრაინულ მხარესთან დიალოგზე. შეგახსენებთ, კიდევ ერთხელ, ჩვენ არ შეგვიწყვეტია მოლაპარაკებები 2022 წელს. ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ. გადაწყვეტილება ახლა უკრაინის ხელისუფლებასა და მათ კურატორებზეა, რომლებიც, როგორც ჩანს, პირადი პოლიტიკური ამბიციებით ხელმძღვანელობენ და არა თავიანთი ხალხების ინტერესებით, და სურთ ომის გაგრძელება რუსეთთან უკრაინელი ნაციონალისტების ხელით“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას 15 მაისს, სტამბოლში მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |