დონალდ ტრამპი - ეს იყო პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 11 მაისი 2025, 09:52

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირველად გააკეთა კომენტარი გასული დღის შედეგებზე და მას უწოდა „პოტენციურად დიდი დღე“ რუსეთისა და უკრაინისთვის.

„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ, ასობით ათასი სიცოცხლე, რომელიც გადარჩება, როდესაც ეს დაუსრულებელი „სისხლისღვრა“ იმედია დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და გაცილებით უკეთესი სამყარო. მე განვაგრძობ მუშაობას ორივე მხარესთან, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ეს მოხდება. აშშ-ს სურს ამის ნაცვლად ფოკუსირება მოახდინოს აღდგენასა და ვაჭრობაზე. დიდი კვირა გველოდება!​​​​​​​​​​​​​​​​“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

როგორც „ბიბისი“ წერს, შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, თუ რამ გაუჩინა იმედი ტრამპს – უკრაინის მოკავშირეების კოლექტიურმა მოთხოვნამ 30-დღიანი ზავის შესახებ, თუ ვლადიმირ პუტინის შეთავაზებამ კიევისთვის, განაახლონ მოლაპარაკებები სტამბოლში.

ცნობისთვის, „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ლიდერებმა 10 მაისს ულტიმატუმი წაუყენეს მოსკოვს და მოითხოვეს, რომ 12 მაისიდან უკრაინაში ცეცხლი სრულად და უპირობოდ შეწყდეს. ტრამპმა მხარი დაუჭირა ამ მოთხოვნას.

მოგვიანებით პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინასთან სამშვიდობო ზავზე მოლაპარაკებები სტამბოლში 15 მაისს გაიმართოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ტუსკის პარტიის კანდიდატი რაფალ ტრჟასკოვსკი 30.8%-ით ლიდერობს - დაინიშნება მეორე ტური
დონალდ ტრამპი - მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით, ჯოს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
ჯო ბაიდენის ოფისში აცხადებენ, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
არქივი