ლეო XIV-მ პაპ ფრანცისკეს საფლავი მოინახულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 11 მაისი 2025, 12:01

ახალმა პაპმა თავისი წინამორბედის საფლავი მოინახულა. ლეო XIV-მ სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში მივიდა და პაპ ფრანცისკეს საფლავთან ილოცა.

პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. 8 მაისს კი კონკლავმა 267-ე პაპად 69 წლის რობერტ ფრანცის პრევო აირჩია, რომელმაც ლეო XIV-ის სახელი აიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი