„ჰამასმა“ განაცხადა, რომ მზად არის ისრაელელი სამხედრო იდან ალექსანდრი გაათავისუფლოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 12 მაისი 2025, 11:04

ჰამასმა“ განაცხადა, რომ მზად არის ისრაელელი სამხედრო იდან ალექსანდრი გაათავისუფლოს, რომელიც ისრაელისა და აშშ-ის მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით, 21 წლის მძევლის გათავისუფლება „ჰამასსა“ და აშშ-სი შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგებია. The New York Times-ის წყაროს ცნობით, „ჰამასი“ ალექსანდრს ყოველგვარი კონკრეტული საპასუხო მოთხოვნების გარეშე გაათავისუფლებს.

გათავისუფლების კონკრეტული ვადები არ დასახელებულა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ეს უკვე დღეს მოხდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში კი განაცხადეს, რომ ვაშინგტონმა მათ მძევლის გათავისუფლების შესახებ აცნობა.

იდან ალექსანდრი ამერიკის შტატ ნიუ-ჯერსის მკვიდრია. ისრაელში ის სკოლის შემდეგ, ჯარში მსახურების მიზნით ჩავიდა. 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის დროს ის სამხედრო მოვალეობას ასრულებდა. ის „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი უკანასკნელი ცოცხალი ამერიკელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი