შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში - მნიშვნელოვანია ევროკავშირი ამ მხრივ გამოფხიზლდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 12 მაისი 2025, 19:27

ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში კონფერენციის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დაუბრუნდეს თავის საწყის ღირებულებებს.

„საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში ლიდერების არაკვალიფიციურობა ბევრ რამეს ნეგატიურ კალაპოტში აქცევს. საქართველო არის კარგი ტესტი ყველასთვის. ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ვხედავთ ევროკავშირის წევრ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომლებიც საბჭოური მეთოდებით უდგებიან საქართველოს. ასე რომ, მნიშვნელოვანია ევროკავშირი ამ მხრივ გამოფხიზლდეს, დაუბრუნდეს თავის საწყის ღირებულებებს, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საკუთარი ხალხის პატივისცემას, ხალხის არჩევანის პატივისცემას. ასევე გულისხმობს ქვეყნების ერთობას, რომელიც მრავალფეროვნების შენარჩუნებით უნდა ხდებოდეს და არა ისე, რომ ერთი ქვეყანა მეორეს თავს ახვევდეს საკუთარ წარმოდგენას კულტურულ იდენტობაზე თუ ამა თუ იმ იდეოლოგიაზე. დღეს არის ყალბი იდეოლოგიების მსხვრევის პერიოდი, განსაკუთრებით აშშ-ში, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვებამ მოიტანა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს - არა, არა და არა
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ტუსკის პარტიის კანდიდატი რაფალ ტრჟასკოვსკი 30.8%-ით ლიდერობს - დაინიშნება მეორე ტური
დონალდ ტრამპი - მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით, ჯოს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
ჯო ბაიდენის ოფისში აცხადებენ, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
არქივი