რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პატრიარქის სიგელითა და საზოგადოება „ივერიისას“ სახელით „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 12 მაისი 2025, 19:47

მეუფე შიომ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით პატრიარქისა და საზოგადოება „ივერიისას“ სახელით სპეციალური ჯილდოები გადასცა.

„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აჯილდოებს ჩვენს სასიქადულო რეჟისორს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ნება მომეცით, წაგიკითხოთ ეს სიგელი:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
თანამედროვე ქართული კინოს ფრიად გამორჩეული რეჟისორი, პედაგოგი, უბადლო ესთეტი და ქვეყნის დიდი გულშემატკივარი, ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“

ასევე, ბატონ მერაბს გადაეცემა საზოგადოება „ივერიისას“ სახელით სპეციალური ჯილდო - ოქროს ჯვარი, მახათის ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი.

ბატონო მერაბ, ღმერთმა გაგახაროთ და გადღეგრძელოთ. ყველას გვიყვარხართ და გისურვებთ დიდ ახალ შემოქმედებით წარმატებებს და დიდხანს სიცოცხლეს. დიდი მადლობა“, - განაცხადა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაჯილდოვებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).

თავის მხრივ მერაბ კოკოჩაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულია.

„დღევანდელი დღე ჩემთვის არის განსაკუთრებული, ვინაიდან თქვენ მიერ ჩემთვის მოძღვნილი ჯვარი ეს არის ნიშანი იმისა, რომ უნდა იყო რწმენითა და სულიერებით სავსე, უნდა იყო სავსე სიმართლით და თავდადებული შენი ქვეყნისა და შენი ხალხისთვის. უღრმესი მადლობა“, - განაცხადა კოკოჩაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს
მიხეილ ყაველაშვილი: რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დავესწარი. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას
არქივი