„ჰამასი“ აცხადებს, რომ ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 12 მაისი 2025, 20:20

პალესტინური ექსტრემისტული მოძრაობა „ჰამასი“ აცხადებს, რომ ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლა. როგორც დაჯგუფებაში აცხადებენ, ისინი მზად არიან მოლაპარაკებებში ჩასართავად ცეცხლის შეწყვეტის ყოვლისმომცველი და მდგრადი შეთანხმების მისაღწევად.

„ჰამასის“ წარმომადგენლების თქმით, მძევლის გათავისუფლება ამერიკულ მხარესთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების შედეგად მოხდა.

ამასთან, წითელმა ჯვარმა დაადასტურა, რომ ედან ალექსანდერი გადასცეს.

21 წლის ედან ალექსანდერი აშშ-ის და ისრაელის მოქალაქეა. ის თელ-ავივშია დაბადებული, თუმცა ნიუ-ჯერსიში გაიზარდა. ალექსანდერი ღაზის სექტორის საზღვარზე ელიტურ სამხედრო დანაყოფში მსახურობდა, როდესაც 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასის“ მებრძოლებმა მძევლად აიყვანეს.

7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი 251 პირიდან, „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 58 ადამიანი, ასევე მანამდე დაკავებული კიდევ ერთი მძევალი. მათგან ცოცხალი სავარაუდოდ 24 ადამიანია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის კარგი მაგალითია
ვლადიმერ პუტინი რომის პაპს, ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა
შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ „დიფ სთეითზე“ როგორც არაფორმალურ მმართველობაზე, არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია და აქვს ეკონომიკური, ფინანსური, თუ ბიუროკრატიული ბერკეტები
შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვთავაზობთ, არაფრისმომცემი სიტყვების ნაცვლად, გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელშიც გაწერილი იქნება, რა არის ამერიკელი და ქართველი ხალხების ინტერესები და სად ვთანხმდებით
არქივი