ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 12 მაისი 2025, 22:07

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას. როგორც უკრაინული მედია წერს, შესაბამისი ინფორმაცია უმაღლესი რადას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული ნაბიჯი ნიშნავს, შეთანხმების რატიფიცირების ფორმალური პროცედურის დასრულებას.

უმაღლესმა რადამ აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება 8 მაისს მოახდინა.

აშშ-მა და უკრაინამ სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივად მოპოვებისა და უკრაინის აღსადგენად საინვესტიციო ფონდის შესაქმნელად შეთანხმებას 30 აპრილს მოაწერეს ხელი. ფონდის საშუალებით მოხდება თანხების მობილიზება ათვისებული ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და უკრაინის სხვა აქტივების გამოყენებით მიღებული შემოსავლიდან. ამასთან, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება, რომელსაც ვაშინგტონი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ უზრუნველყოფს, ჩაითვლება ფონდში ინვესტიციად.

უკრაინის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო, რომელმაც გააფორმა შეთანხმება ვაშინგტონში, აცხადებდა, რომ უკრაინულ-ამერიკული საინვესტიციო ფონდი შეთანხმების რატიფიცირებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ამოქმედდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნონა გაფრინდაშვილი 26 მაისის დარბევაზე: თემურ ლოგუას რეზინის ტყვიები მოხვდა, დაეცა, სპეცრაზმის მანქანით გადაუარეს მკერდზე, საბურავმა ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა იგივე მანქანამ - დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ თავის ქალაზე ფეხს აბიჯებდნენ
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
ნონა გაფრინდაშვილი: ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, რომ დავშლილიყავით. ხელში გვეჭირა სანთლები, სხვა არაფერი არ გვქონდა. ვუთხარით, რომ არ ვაპირებთ ღამის გათენებას, გვინდა 12 საათზე კონცერტი ჩავატაროთ
ზურაბ ჯაფარიძე - მოლოდინი არის, რომ სავარაუდოდ დამაკავებენ
ნონა გაფრინდაშვილი - 26 მაისს რაც გადავიტანეთ, ეს იყო სპეციალურად წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, ჩვენი დასჯა უნდოდათ, მე ამას ვუწოდებ სასაკლაოს, რადგან იქ რაც მოხდა, ვერავინ წარმოიდგენდა
არქივი