45
12 მაისი 2025, 22:08

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, გამოიყენონ შესაძლებლობა და მზაობას გამოთქვამს, მიიღოს მხარეები მოლაპარაკებების გასამართად. ამის შესახებ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
„შესაძლებლობების ახალი ფანჯარა ბოლოდროინდელი კონტაქტების წყალობით გაიხსნა. ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლებლობები ხელიდან არ იქნება გაშვებული“, – ციტირებს ერდოღანს BBC.
ლიდერებმა ასევე განიხილეს რეგიონული და გლობალური საკითხები.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |