
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდიღანთან, რათა თურქეთში დაგეგმილი შეხვედრის მნიშვნელოვანი დეტალები განეხილათ.
„მადლიერი ვარ მისი მხარდაჭერისა და დიპლომატიის უმაღლეს დონეზე ხელშეწყობის მზადყოფნისთვის. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასთან დაკავშირებით“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი.
„ჩვენ მზად ვართ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპაში განვაგრძოთ ერთობლივი მუშაობა უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების უზრუნველსაყოფად. ჩვენ დავრჩებით მუდმივ კონტაქტში შეერთებულ შტატებთან. პრეზიდენტი ერდოღანი და მე შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ ჩვენი ერთობლივ ძალისხმევას მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |