ნიდერლანდების საგარეო უწყება - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2014 წლის ივლისში მალაიზიის ავიახაზების MH17 რეისის ჩამოგდებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 13 მაისი 2025, 00:14

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2014 წლის ივლისში MH17 რეისის ჩამოგდებაზე, რითაც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცია დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელმაც ავსტრალიასთან ერთად დაიწყო დავა რუსეთის წინააღმდეგ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კენჭისყრისას სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს წევრების „მნიშვნელოვანმა უმრავლესობამ“ მხარი დაუჭირა ნიდერლანდებისა და ავსტრალიის პოზიციას. შემდეგი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან კომპენსაციის ფორმის განსაზღვრაა.

2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების MH17 რეისი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურისკენ მიფრინავდა, ჩამოაგდეს აღმოსავლეთ უკრაინის თავზე, დონბასის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დროს. კატასტროფის შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი, მათ შორის 196 ნიდერლანდელი.

2022 წლის 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სამ პირს – იგორ გირკინს, სერგეი დუბინსკისა და ლეონიდ ხარჩენკოს თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობისთვის. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ინციდენტის დროს რუსეთი აკონტროლებდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება
ლუკა კურტანიძე: ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ. თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“
ვლადიმერ ბოჟაძე 17 მაისზე: არც ერთ ოპოზიციონერს მონაწილეობა არ მიუღია. მათი მცდელობა გაემიჯნონ ეკლესიას, მრევლს, ქრისტიანულ ღირებულებებს, ადასტურებს, რომ არ არსებობს ღირებულება, რომელიც მათ შეიძლება აკავშირებდეთ ქართველ ხალხთან
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები „ონჯი“ და „პუბლიკა“, განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ - თან, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა, სიტყვასიტყვით იდენტურ ტექსტს ავრცელებს
რომის პაპი ლეო XIV აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა
არქივი