46
13 მაისი 2025, 18:29

თავდაცვის საკითხების ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობა ევროპის უსაფრთხოების გარანტია არ არის.
ევროკომისარი ამბობს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთს იარაღის მარაგის შევსების და ევროპასა და ნატოზე თავდასხმისთვის მომზადების საშუალებას მისცემს.
კუბილიუსი აცხადებს, რომ, თუ უკრაინაში ცეცხლი შეწყდება, რუსეთი სამხედრო წარმოებას განაგრძობს. ევროპული ქვეყნების დაზვერვის მონაცემებით კი რუსეთი ნატოს სახელმწიფოებზე თავდასხმისთვის 2030 წელს უკვე მზად იქნება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |